რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2

რეკლამა გუგლში – საძიებო სისტემის მარკეტინგი – Part 2

საძიებო სისტემის მარკეტინგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, აჩვენო რეკლამა პოტენციურ მომხარებელს სწორ დროს და ადგილას, როცა ისინი ეძებენ შენს პროდუქტს ან მომსახურებას.

საძიებო სისტემის მარკეტინგი დაფუძნებულია აუქციონის სისტემაზე. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს აუქციონი და ნახავ მაგალითებს, რომელიც დაგეხმარება შენი ბიზნესისთვის, საძიებო სისტემის უკეთ გამოყენებაში.

დავიწყოთ სერვისის მოძებნით. მაგალითად: “საქორწილო ფოტო მომსახურება“.

რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2

დააკვირდი საძიებო სისტემის შედეგების გვერდს. შუაში დაინახავ ორგანულ სიას, რომელიც უფასოა.

რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2

ზედა ნაწილში კი ნახავ რეკლამებს.

რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2

საძიებო სისტემა ზღუდავს რეკლამების რაოდენობას, რომელიც ჩნდება შედეგების გვერდზე,

რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2

ამიტომ რეკლამის განმთავსებელი მოწინავე ადგილების დაკავებისთვის ერთვება აუქციონში.

რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2

როცა ეძებ “საქორწილო ფოტო მომსახურება“-ს, შენ ხედავ აუქციონის შედეგებს.

რეკლამები, რომლებიც მოიგებს აუქციონს გამოჩნდებია შედეგების გვერდის უფრო სასურველ ადგილას – ჩვეულებრივ ეს ნიშნავს ახლოს გვერდის ზედა ნაწილთან, ხოლო დანარჩენი რეკლამები გამოჩნდება შედარებით გვერდის ქვედა ნაწილში.


ალბათ გაინტერესებს როგორ მუშაობს საძიებო სისტემის აუქციონი. მსგავსად, როგორც მუშაობს აუქციონების უმრავლესობა. შენ დებ ფსონს “ბიდს” (Bid)  და იგებ საბოლოოდ მაშინ, როცა სხვა მონაწილეებზე მეტი ფსონი გაქვს დადებული.

მაგრამ მარტო ფსონის დადება არ არის საკმარისი.საძიებო სისტემის მარკეტინგის აუქციონზე, რეკლამის რელევანტურობა (შესაბამისობა) არის გადამწყვეტი.

ასე რომ წარმატება საძიებო სისტემის მარკეტინგის აუქციონში ნიშნავს, დადო კონკურენტული ფსონი და ასევე შენი რეკლამა იყოს რელევანტური.

ორივე ფაქტორის გათვალისწინება არის წარმატების რეცეპტი საძიებო სისტემის მარკეტინგში.

მოდი ვნახოთ ორივე ფაქტორი, დავიწყოთ ფსონით.

ვთქვათ შენ მზად ხარ გადაიხადო 1 ლარი, როცა ვინმე დააწვება შენს რეკლამას გუგლში იმის შემდეგ, როცა მოძებნიან “საქორწილო ფოტო მომსახურება”-ს.

ამ ფასს უწოდებენ შენს მაქსიმალურ გადასახადს თითო რეკლამის დაჭერაზე, ან Max CPC-ს (maximum cost per click) .

თუ შენი კონკურენტი მხოლოდ იხდის მაქსიმალურ გადასახადს თითო კლიკზე, მაგალითად: 0.50 თეთრს, შენ გექნება მაღალი ფსონი, რაც აუქციონში პრიორიტეტს განიჭებს.

გაითვალისწინე: ბიზნესებმა შეიძლება შეცვალონ მათი Max CPC ნებისმიერ დროს. ასე რომ, შენ უნდა დაკვირდე ფსონებს რეგულარულად, რომ დარწმუნდე ღებულობ თუ არა იმ შედეგს, რაც გინდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს აუქციონი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფსონის დადება. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი რეკლამის რელევანტურობაა.

ეს არის საზომი, რომელიც ჩვეულებრივ ფასდება 1-დან 10-მდე იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება შენი რეკლამა გუგლში იმას, რასაც ადამიანი ეძებს.

საძიებო სისტემები: Google-ი და Bing-ი მოიხსენიებენ საზომს, როგორც ხარისხის ქულას (Quality Score).

მაგალითად: თუ ვინმე ეძებს “საქორწილო ფოტო მომსახურებას” და შენი რეკლამის სათაური საქორწილო ფოტო მომსახურებაა თბილისში, შესაძლოა საძიებო სისტემამ  შენი რეკლამა გუგლში მიიჩნიოს მაღალ რელევანტურად.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ შესაძლოა მიიღო მაღალი Quality Score.

თუმცა თუ შენი რეკლამის სათაური არის საქორწილო სერვისი თბილისში, ორივე რეკლამა გუგლში არის ქორწილზე, მაგრამ ეს სათაური ნაკლებად რელევანტურია, რადგან აღწერს ზოგადად საქორწილო სერვისს ნაცვლად საქორწილო ფოტო მომსახურებისა. ამ შემთხვევაში შენი რეკლამა გუგლში იქნება ნაკლებად რელევანტური, და გექნება დაბალი Quality Score.

რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2


როდესაც ორ კონკურენტ ბიზნესს აქვს თანაბარი ფსონი, საძიებო სისტემის შედეგების გვერდის მაღალ პოზიციებზე გამოჩნდება ის, ვისაც ექნება მაღალი Quality Score.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა საძიებო სისტემის მარკეტინგში შედეგების გასაუმჯობესებლად, სარეკლამო კამპანიების ხშირი შემოწმებაა, ამით იპოვი უკეთეს გზებს, რომ გახადო ის უფრო რელევანტური.

ფასი, რომელიც მზად ხარ რომ გადაიხადო თითო რეკლამის კლიკზე (Max CPC) და შენი ხარისხის ქულა (Quality Score) არის მთავარი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ შენი ბიზნესის ადგილს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.

მოდი განვიხილოთ ჩვენ მაგალითზე შემდეგი სცენარი.

ვთქვათ ორი განსხვავებული ბიზნესი X და Y  უწევს ერთმანეთს კონკურენციას ერთი და იგივე სიტყვებზე “საქორწილო ფოტო მომსახურება“-ზე.

X-მა დადო ფსონი 4 ლარი, მაგრამ მისი რეკლამა ითვლება ნაკლებად რელევანტურად, 10-დან 3 ქულა. Y-მა დადო 3 ლარი და მისი რელევანტურობა არის სრული 10 ქულა. 

თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, ამ ინფორმაციით შეგვეძლება გამოვთვალოთ თუ რა მოხდება აუქციონზე.

რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2

X-ის აუქციონის ქულა – რომელსაც Ad rank ეწოდება არის 12 (4 მრავლდება 3-ზე). Y-ის აუქციონის ქულა არის 30 (3×10) , მიუხედავად მისი დაბალი ფსონისა.

რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2

რას ნიშნავს ეს? მიუხედავად იმისა რომ Y-ის ფსონი იყო X-ის ფსონზე ბევრად ნაკლები, Y-ის რეკლამამ მოიგო აუქციონი და მან მიიღო საძიებო სისტემის გვერდზე X-ზე მაღალი პოზიცია.

რეკლამა გუგლში - საძიებო სისტემის მარკეტინგი - Part 2

კიდევ არის სხვა წვრილმანი ფაქტორები. როგორც ხედავ შენ არ შეგიძლია უბრალოდ იყიდო ადგილი შედეგების გვერდის მაღალ პოზიციებზე. ეს უზრუნველყოფს რელევანტური რეკლამების მოგებას აუქციონზე და არა იმ რეკლამებს, რომლებსაც  უბრალოდ მაღალი ფსონი აქვს.

თუ შენს რეკლამას აკლია რელევანტურობა და დაბალი Quality Score აქვს, გაგიჭირდება კონკურენციის გაწევა.
თუ რელევანტურობა ზედმეტად დაბალია, საძიებო სისტემა საერთოდ არ გამოაჩენს შენს რეკლამას გულში.

შედეგების გაუმჯობესებისთვის, იყავი კონცენტრირებული ყველა რეკლამის რელევანტურობის გასაუმჯობესებლად.
დარწმუნდი, რომ რეკლამები ყოველთვის ემთხვევა იმ ფრაზებს და სიტყვებს, რომელსაც ხალხი ეძებს. 

ამის გაკეთებით შეგიძლია მოიგო შენი რეკლამებისთვის უკეთესი პოზიციები, მეტი თანხის გადახდის გარეშე. 

ავტორი: მამუკა

ავტორი: მამუკა

კონსულტაცია: 591-990-911