ამ სტატიაში განვიხილავთ თუ როგორ უნდა გაამარტივო ვებ საიტი მომხმარებლისთვის ინფორმაციის მოსაძიებლად და როგორ დავაკმაყოფილოთ მათი სურვილები.
განვიხილავთ საიტის გაუმჯობესების საუკეთესო ხერხებს, დაწყებული მარტივი და ადვილად გასაგები ნავიგაციით, დამთავრებული თანმიმდევრული გეგმის შექმნის მნიშვნელობამდე.
ავხსნით თუ როგორ შეუძლია სწორად დალაგებულ კონტენტს გახადოს შენი ვებ საიტი უფრო ეფექტური.
პირველად განვიხილოთ რას წარმოადგენს ნავიგაცია, ეს არის ვიზიტორის ერთგვარი გზამკვლევი ვებ საიტზე პირველად შემოსვლისას, კარგი ნავიგაცია ნიშნავს ვებ საიტის მართვას, (დაგეგმვას) ვიზიტორების მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
თუ გაქვს საცხობის მსგავსი მაღაზია, იწყებ ფიქრს წარმოებული პროდუქტების სწორ დაჯგუფებაზე.
მაგალითად: უფრო დიდი მოცულობის ნამცხვრები და ღვეზელები შესაძლოა დაჯგუფდეს ერთად, ხოლო კრუასანები და პატარა კექსები ცალკე.

მსგავსი პრინციპით შეძლებ დააჯგუფო წარმოებული პროდუქტი საიტზე, შენს ვირტუალურ მაღაზიაში და გაითვალისწინო მთავარი მენიუ.
რომელიც ვიზიტორს მიაწვდის თითოეულ სექტორში არსებული პროდუქტის შესახებ ინფორმაციას, როგორც რეალურ მაღაზიაში არსებული ნიშნების (აბრების) მსგავსად.

მიუხედავად ამ პუნქტების გათვალისწინებისა, მაინც ვერ იქნება შენი საიტი ყველასთვის იდეალური,

ამიტომ კარგი იქნება საძიებო ველის დამატება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვებ საიტი ბევრი გვერდებისა და პროდუქტებისგან შედგება.
მოათავსე საძიებო ველი შენი საიტის ყოველი გვერდის ერთსა და იმავე ადგილას. ასე უფრო მარტივი მოსაძებნი იქნება ვიზიტორების დროის დაზოგვისა და მათთვის სასურველი შედეგის სწრაფად მიღების მიზნით.

ბოლო პუნქტი, რომელიც უნდა იყოს ნავიგაციაში გათვალისწინებული, არის ვიზიტორების მოლოდინი ყველა ვებ საიტის უნივერსალური ნავიგაციის შესახებ.
ვთქვათ, ათვალიერებ საიტს და მთავარ გვერდზე მოგინდა დაბრუნება, რა აკეთებ? აჭერ ლოგოს, ხო?
ამის მოლოდინი ექნება ვიზიტორსაც და ეს საერთო უნდა იყოს ყველა ვებ საიტზე. დარწმუნდი,რომ ლოგო იყოს შესამჩნევად გამოტანილი ყოველ გვერდზე და მასზე დაჭერით ვიზიტორი გადავიდეს მთავარ გვერდზე.
ახლა მოდი ვისაუბროთ შენი საიტის სტილსა და მოქმედების პრინციპებზე.
მიუხადავად იმისა, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო.
თავდაპირველად განსაზღვრე ვებ საიტის გეგმა, ის უნდა იყოს შენს საიტთან თავსებადი მსგავსი შრიფტებით (ფონტები), სურათებითა და სხვა დიზაინის შტრიხებით გაფორმებული.
ფერის შერჩევისას შეიძლება აირჩიო მუქი ფერები ყურადღების მისაქცევად, მაგრამ ადამიანების უმეტესობა მიჩვეულია, თეთრ ფონზე მუქი შრიფტით ტექსტის კითხვას.
საიტის კონტენტის შესაქმნის დროს ფონის შერჩევისას, არ გამოიყენო ძალიან მკვეთრი ფერები, თვალი რომ არ მოეჭრას ვიზიტორს კითხვისას.


შენ აგრეთვე უნდა გაითვალისწინო სად უნდა მთავრდებოდეს თითოეულ გვერდზე შენი კონტენტი, რადგან მნიშვნელოვანი პროდუქტის სანახავად ხალხს არ უნდა უწევდეს გვერდის დიდხანს სქროლვა (თვალიერება).

გამოიყენე სათაურები და ერთიანი სიები იმისთვის, რომ ვიზიტორმა სწრაფად დაასკანეროს გვერდები და გადაწყვიტოს უღირს, თუ არა გვერდზე დარჩენა და დროის დახარჯვა.

წერე შენი აუდიტორიისთვის მარტივი ენით, რადგან აუდიტორია არ წარმოადგენს კვალიფიციურ ტექნიკოსთა გუნდს.
გინდა სხვა რეკომენდაციები?- მოუწოდე მომხმარებელს მოქმედებისკენ
გინდა ტელეფონი აიღონ და დარეკონ? -მაშინ, მოუწოდე! „დარეკე ახლავე“.

იმედი გაქვს რომ გესტუმრებიან?- მიუთითე: „მიიღე მიმართულებების მაჩვენებელი ჩვენი მაღაზიისკენ“


ან „იყიდე ახლავე„ მოწოდებით შესყიდვის განსახორციელებლად.
