მოკლედ, განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს საიტი, რა არის დომეინი (ვებ მისამართი) სერვერი (ჰოსტინგი) და რას აკეთებენ ისინი შენთვის. ზედმეტი ტექნიკური ნაწილის გარეშე!
ვებ საიტი შენი ბიზნესის ინტერნეტ ოფისია. მომხმარებელს შეუძლია საიტზე შემოსვლა და შენი ბიზნესისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ნახვა.
რა არის ჰოსტინგი და როგორ მუშაობს ის?
ვთქვათ გადაწყვიტე საცხობის გახსნა რეალურ სამყაროში. პირველ რიგში უნდა იქირავო ადგილი ხო ასეა? ვებ საიტის შემთხვევაშიც იგივეა, უბრალოდ შენ ქირაობ ადგილს სერვერზე.
მოკლედ, განვიხილოთ როგორ მუშაობს სერვერი, რომ გქონდეს წარმოდგენა რა ხდება სცენის მიღმა. შევეხოთ ცოტა ტექნიკურ მხარესაც.
სერვერი არის კომპიუტერი, ის დაკავშირებულია ინტერნეტთან
სპეციალური პროგრამით, რომელიც ტვირთავს ვებ საიტის ნაწილებს. ესენია:

კოდი

სურათები

ვიდეო

და სხვა ნებისმიერი რამ, რისგანაც საიტი შედგება.
სერვერიც ამიტომ ქვია. ის ემსახურება (serves) შესაბამის ინფორმაციას მისი მოთხოვნის შემთხვევაში ანუ როდესაც ვინმეს სურს იხილოს ვებ საიტი.

ინტერნეტში ბევრი კომპანია და სერვისია, რომელიც მოგაქირავებს ადგილს სერვერზე და აგიტვირთავს საიტს. რეკომენდაციას ვუწევთ Cloudways.com -ს. იხდი წინასწარ მინიმუმ ერთი თვის საფასურს ან ერთ თვეზე მეტის. ერთიანად გადახდის შემთხვევაში იხდი უფრო ნაკლებს, ვიდრე თვიურად გადახდის დროს.
თითოეულ სერვერს აქვს თავისი საკუთარი IP მისამართი, რომელიც სიტყვა ინტერნეტ პროტოკოლის ( Internet Protocol ) შემოკლებული ვერსიაა. რაც IP-ს შესახებ გჭირდება რომ იცოდე ეს არის: ციფრების გრძელი რიგი, რომლის დახმარებითაც ინტერნეტთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოწყობილობას შეუძლია კონკრეტული სერვერის პოვნა.
რა არის დომეინი და როგორ მუშაობს ის?
დომეინი არის ის, თუ როგორ გიპოვის პოტენციური მომხმარებელი ინტერნეტში. ანალოგიურად როგორც იპოვნიდნენ საცხობს რეალურ სამყაროში კარებზე ნიშნით.
ეს არის ის, რასაც წერ ბრაუზერის ფანჯარაში მაგ: Google Chrome – ში ნებისმიერი ვებ საიტის სანახავად, როგორც მაგალითად: www.gaaciprule.business ან www.შენისაიტისსახელი.ge.
მოდი განვიხილოთ უფრო დეტალურად.
ყველაფერი www. შემდეგ არის დომეინი. ( ვებ მისამართი ) ეს ის ნაწილია რისი საშუალებითაც ადამიანები პოულობენ ვებ საიტს. ეს მნიშვნელოვანია.
ნებისმიერი მოწყობილობა: ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი, რომელიც მოძებნის დომეინს, ამყარებს კომუნიკაციას სერვერთან. შემდეგ სერვერი აგზავნის მოწყობილობასთან იმ საჭირო ნაწილებს, რომელიც ჩატვირთავს ვებ საიტს მაგალითად: სურათები და კოდი.
როცა ვინმე ვებ მისამართს ჩაწერს თავიანთ ბრაუზერში, აი ეს ხდება .
პირველ რიგში მათი ბრაუზერი არკვევს რომელ სერვერზეა განთავსებული ვებ საიტი და შემდეგ გადადის ამ სერვერზე.

შემდეგ ბრაუზერი ეუბნება სერვერს „ შეგიძლია მომცე ყველა ის ელემენტი, რომლითაც უნდა ვაჩვენო ამ ადამიანს ეს ვებ გვერდი ? “

სერვერი პასუხობს „რა თქმა უნდა მე გიგზავნი ხუთ სურათს, ტექსტსა და რამდენიმე დამატებით ფაილს.“

ბრაუზერი კრავს ყველა ნაწილს ერთად

და ეს ადამიანი ხედავს ლამაზად გაფორმებულ ვებ საიტს.

მოცემული ინფორმაცია გაცილებით მეტია. სტატია არ მოიცავს იმ დამაბნეველ წვრილმან დეტალებს, რაზეც რეალურად უნდა ესაუბრათ.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შექმნა ვებ საიტი იწყება იმის გაგებით, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთად: სერვერი ,რომელზეც ტვირთავ ვებ საიტს და დომეინი, რომელიც ეხმარება ადამიანებს მოძებნონ ის.